"ვაპირებთ, აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ" - კვირის პალიტრა

"ვაპირებთ, აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია და მომავალი წლის აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინის გატანას გეგმავს.

„ადგილობრივ ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწიეთ. ვაპირებთ, რომ აპრილამდე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ ბაზარზე", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ვაქცინების განვითარებას ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში.

„ზოგიერთი მათგანისთვის წინასწარი შეკვეთა მიცემული გვაქვს. იმედია, ამ თვის ბოლოს ვაქცინაციას დავიწყებთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.

ცნობისათვის, თურქეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 460 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 12 000-ს აჭარბებს.