25-11-2020
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია და მომავალი წლის აპრილამდე ბაზარზე საკუთარი ვაქცინის გატანას გეგმავს.„ადგილობრივ ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესს მივაღწიეთ. ვაპირებთ, რომ აპრილამდე საკუთარი ვაქცინა გამოვიტანოთ ბაზარზე", - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ვაქცინების განვითარებას ჩინეთში, რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში.
„ზოგიერთი მათგანისთვის წინასწარი შეკვეთა მიცემული გვაქვს. იმედია, ამ თვის ბოლოს ვაქცინაციას დავიწყებთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისათვის, თურქეთში პანდემიის დაწყების
იყავი პირველი!