ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთელს  გულის შეტევა საავადმყოფოდან გაწერიდან ორი კვირის შემდეგ დაემართა, მას ცოტა ხნის წინ გაუკეთეს ოპერაცია თრომბზე.

მარადონა  ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება მსოფლიოში. იგი დაეხმარა არგენტინის ნაკრებს 1986 წელს მსოფლიო თასის მოგებაში.

ფეხბურთელი  თამაშობდა "ბოკა ხუნიორსის", "ნაპოლისა" და "ბარსელონას" გუნდებში და კარიერის მანძილზე უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა მისი ბრწყინვალე საფეხბურთო უნარების გამო.

dailymail.co