25-11-2020
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ფეხბურთელს გულის შეტევა საავადმყოფოდან გაწერიდან ორი კვირის შემდეგ დაემართა, მას ცოტა ხნის წინ გაუკეთეს ოპერაცია თრომბზე.
მარადონა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება მსოფლიოში. იგი დაეხმარა არგენტინის ნაკრებს 1986 წელს მსოფლიო თასის მოგებაში.
ფეხბურთელი თამაშობდა "ბოკა ხუნიორსის", "ნაპოლისა" და "ბარსელონას" გუნდებში და კარიერის მანძილზე უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა მისი ბრწყინვალე საფეხბურთო უნარების გამო.
იყავი პირველი!