"მე დიდი მეგობარი დავკარგე და მსოფლიომ დიდი ლეგენდა" - რას წერს პელე დიეგო მარადონაზე?
"მე დიდი მეგობარი დავკარგე და მსოფლიომ დიდი ლეგენდა" - რას წერს პელე დიეგო მარადონაზე?
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც პელე სოციალურ ქსელში წერს, მან მეგობარი დაკარგა, ხოლო მსოფლიომ ლეგენდა.

"რა სამწუხარო ამბავია. მე დიდი მეგობარი დავკარგე და მსოფლიომ დიდი ლეგენდა. სათქმელი ბევრია, მაგრამ ახლა სიძლიერე მისცეს ღმერთმა მის ოჯახს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ბურთის თამაშს" , -წერს პელე "ტვიტერზე".

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცალა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები