"გეუბნებით, არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას, ეს ჩემი უფლებაა!" - კვირის პალიტრა

"გეუბნებით, არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას, ეს ჩემი უფლებაა!"

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

"გეუბნებით, არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას, ეს ჩემი უფლებაა,"- აღნიშნა ბოლსონარუმ.

ბოლსონარუმ პირბადეების ტარების წესიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არსებობს ნაკლებად დამაჯერებელი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადეების გამოყენება ვირუსის გადაცემას უშლის ხელს.

ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადეების, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მომავალი ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმს ხშირად გამოხატავს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ბრაზილიელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. რამდენიმე თვის წინ ბოლსონარუმ "ტვიტერზე" მომავალ ვაქცინასთან დაკავშირებით იხუმრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ მისი ძაღლისთვის იქნება სავალდებულო.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 6 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 170 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში, ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ბრაზილია მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.

"ინტერპრესნიუსი"