"ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული"
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ განაცხადა, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბს არ გამოუთქვამს კონკრეტული ბრალდებები და არ მიუწოდებია მტკიცებულება.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს
დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!