"ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და მცირე მოტეხილობები აღენიშნება" - კვირის პალიტრა

"ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და მცირე მოტეხილობები აღენიშნება"

ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და ტერფის შუა ნაწილში მცირე მოტეხილობები აღენიშნება, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბაიდენის ექიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ექიმის ინფორმაციით, არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური საფიქსაციო ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

ფაქტს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერში" გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

"ინტერპრესნიუსი"