"მკვლელებს ქვეყანა კატეგორიულ პასუხს გასცემს", - ირანელი მეცნიერი ისრაელში წარმოებული იარაღით მოკლეს - კვირის პალიტრა

"მკვლელებს ქვეყანა კატეგორიულ პასუხს გასცემს", - ირანელი მეცნიერი ისრაელში წარმოებული იარაღით მოკლეს

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი, მოჰსენ ფახრიზადე ისრაელში წარმოებული იარაღით მოკლეს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას ირანული Press TV-ი ავრცელებს.

"ტერორისტული აქტის განხორცილების ადგილიდან ამოღებული იარაღზე ისრაელის სამხედრო ინდუსტრიის ლოგო და სპეციფიკაციაა დატანილი,"- იუწყება ირანული მედია.

ირანის საგარეო საქმეთა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი კამალ ხარაზი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელებს ქვეყანა კატეგორიულ პასუხს გასცემს.

შეგახსენებთ, ირანელი მეცნიერი თეირანის მახლობლად 27 ნოემბერს მოკლეს. თეირანი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს

"ინტერპრესნიუსი"