"სექტემბრის შემდეგ, პირველად, გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი? - კვირის პალიტრა

"სექტემბრის შემდეგ, პირველად, გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა" - რას აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი?

მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

"გასულ კვირას, სექტემბრის შემდეგ, პირველად, მსოფლიოში დაფიქსირდა ახალი შემთხვევების შემცირება, რაც ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული მძიმე ეფექტური და აუცილებელი ზომების დამსახურებაა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლმა 63 მილიონს გადააჭარბა და 63 271 448 შეადგინა.

გარდაცვლილია 1 469 026 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 43 754 172 პაციენტი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 048 250 შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"