"ვწერ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" - კვირის პალიტრა

"ვწერ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა მრჩეველმა კორონავირუსის საკითხებში სკოტ ატლასმა თანამდებობა დატოვა.

"ვწერ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ," - ნათქვამია ატლასის მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 1-ელი დეკემბრით თარიღდება და რომელიც "ტვიტერში" გამოქვეყნდა.

აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, მათ შორის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, სკოტ ატლასს ხშირად აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის პრეზიდენტს პანდემიის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა და დონალდ ტრამპი შეცდომაში შეჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ სკოტ ატლასი პირბადეების ტარებას ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევდა. მიმდინარე თვეში კი განაცხადა, რომ ე.წ. "ლოქდაუნები" ვირუსის გავრცელების შეჩერების პროცესში "ეპიკური მარცხია".

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 270 000-ს აჭარბებს.

"ინტერპრესნიუსი"