წელს, ამაზონის ჯუნგლებში, 2008 წლის შემდეგ, ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

წელს, ამაზონის ჯუნგლებში, 2008 წლის შემდეგ, ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს ამაზონის ჯუნგლებში, 2008 წლის შემდეგ, ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამ ინფორმაციას BBC ბრაზილიის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმააციით, 2019 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის იმავე პერიოდამდე ბრაზილიაში 11 088 კვადრატული კილომეტრი ტროპიკული ტყის მასივები განადგურდა. გარემოსდამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ტყეების განადგურების გახშირება ბრაზილიის პრეზიდენტის - ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკის შედგია.

ბოლსონარუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ხის მასალის გაყიდვა ბრაზილიის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, გათავისუფლებული ტერიტორიები კი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. ამაზონის ჯუნგლებში 3 მილიონზე მეტი სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. ტროპიკულ ტყეებში 1 მილიონზე მეტი აბორიგენი ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"