"ბაიდენის ანგელოზები" - რატომ ირჩევს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი პოლიტიკურ მოკავშირედ ქალებს?
"ბაიდენის ანგელოზები" - რატომ ირჩევს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი პოლიტიკურ მოკავშირედ ქალებს?
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ მრავალფეროვან კაბინეტს შექმნიდა, კვირას საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კომუნიკაციაში მხოლოდ ქალ თანამშრომლებს აიყვანს. პრესმდივნის თანამდებობაზე მან ჯენიფერ პსაკი უკვე დაასახელა.

41 წლის ჯენიფერ რენე პსაკი 2015-დან 2017 წლამდე თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი იყო. სანამ ჯენიფერი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში დაიწყებდა მუშაობას, CNN-ში ჟურნალისტის პოსტი ეკავა.

"ვამაყობ, რომ დღეს ვაცხადებ პირველ გუნდს,
რომელიც მთლიანად ქალებისგან შედგება. ისინი კვალიფიციური, გამოცდილი კომუნიკატორები არიან, რაც ქვეყნის უკეთეს მომავალს მრავალფეროვან პერსპექტივას უქმნის" - თქვა ბაიდენმა გამოსვლისას.
ჯენიფერ პსაკი
ქეით ბედინგფილდი თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი იქნება.
პილი ტობარი - თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის მოადგილე.
კარინ ჟან-პიერი პრესმდივნის მთავარი მოადგილის თანამდებობას შეითავსებს.
სიმონე სანდერსი ვიცე-პრეზიდენტის
უფროსი მრჩეველი და მთავარი სპიკერი იქნება.
ეშლი ეტიენი ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის მოვალეობას შეასრულებს.

ელიზაბეტ ალექსანდრე შეასრულებს კომუნიკაციების დირექტორის მოვალეობებს პირველი ლედის - ჯილ ბაიდენისთვის.

წარდგენილ შვიდ ქალს დასავლურმა გამოცემებმა "ბაიდენის ანგელოზებიც" კი შეარქვეს.

ყველაზე მნიშველოვანი ფიგურა, რომელიც ჯო ბაიდენმა წარადგინა - ქვეყნის ისტორიაში პირველად, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია.

ამერიკელი პოლიტიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი კამალა ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს, აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში დაიბადა.
აშშ-ის მოქალაქე ჰარისი 2017 წლიდან უმცროს სენატორად გვევლინება.

კამალა ჰარისმა "ჰოვარდისა" და "კალიფორნიის" უნივერსიტეტები დაამთავრა. 2010 წელს იგი კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ გატარებული რეფორმების გამო.
კამალა ჰარისი
2016 წლის ნოემბერში ჰარისმა ლორეტა სანჩესი დაამარცხა და კალიფორნიის მესამე ქალი სენატორი გახდა. იგი პირველი აფროამერიკელი და პირველი აზიელი ამერიკელი ქალია, რომელიც სენატში მოხვდა.

სენატორის რანგში, მან მხარი დაუჭირა ჯანდაცვის რეფორმას, ფედერალურ დონეზე კანაფის მოხმარების შეზღუდვის აქტს, ემიგრანტებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღებისთვის პროცედურების გამარტივებას, იარაღის შემოტანის აკრძალვას და პროგრესულ საგადასახადო რეფორმას.

კამალა სენატის მოსმენების დროს ტრამპის პოლიტიკასა და ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა.

შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი "დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პოლიტექსპერტების განცხადებით, სწორედ კამალას ფაქტორი გახდა ბაიდენის გამარჯვების მიზეზი.

კამალა ჰარისის დედა - შამალა გოპალანი ინდოეთიდან აშშ-ში მიგრირებული ექიმია. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, გოპალანიმ გადამზადების კურსები გაიარა და ენდოკრინოლოგიის განხრით ასოცირებული პროფესორის წოდებაც მოიპოვა.
მამა - დონალდ ჰარისი იამაიკაში დაბადებული, ამერიკაში მიგრირებული ეკონომიკის პროფესორია.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

ლევანი
03 დეკემბერი 2020 01:39
ჰოდა ცოტა ფრთხილად, "ემანდ" - თეთრ სახლში ერთად შეყრილმა ქალებმა ერთმანეთს არ დააყარონ
თუმცა მე რა? ბაიდენმა იკითხოს - მომრიგებელ-გამრჩევ მსაულად რომ მოსთხოვენ ყოფნას, და ყველა უკმაყოფილო რომ დაურჩება - "მართალი მე ვარ და იმას იცავ"-ო?
წავედი წავედი, ჩემი პრობლემები მაქვს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები