"მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის მშენებლობა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის მიზნით დაიწყო" - კვირის პალიტრა

"მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის მშენებლობა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის მიზნით დაიწყო"

"მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის მიზნით რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის მშენებლობა დაიწყო", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა დღეს განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი "ძალიან მალე" ამუშავდება.

"შეთანხმებას მივაღწიეთ და ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის ჩამოყალიბებისთვის არანაირი წერილობითი დაბრკოლება არ არსებობს. ამჟამად მისი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენი კოლეგები იქ მუშაობას ძალიან მალე დაიწყებენ", - აღნიშნა აკარმა.

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების თანახმად, რეგიონში რუსი სამშვიდობოების განლაგება განხორციელდა. შეთანხმება რეგიონში თურქი სამშვიდობოების განლაგებას არ ითვალისწინებს, თუმცა რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გააკონტროლებს.

"ინტერპრესნიუსი"