აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამ ინფორმაციას CNN ჯო ჰოკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 2 760 ადამიანი ემსხვერპლა.

აქამდე კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა მაქსიმალური რაოდენობა 15 აპრილს დაფიქსირდა და 2 752-ს შეადგენდა. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 14.3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია სულ მცირე 279 000 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"