"მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ!", - ჯო ბაიდენი ამერიკელებს პირბადის ტარებას სთხოვს
"მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ!", - ჯო ბაიდენი ამერიკელებს პირბადის ტარებას სთხოვს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის აპირებს, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარება სთხოვოს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

"ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შემცირებას დავინახავთ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება მნიშვნელოვნად შეამცირებს რიცხვებს," - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ისევე როგორც სატრანსპორტო
საშუალებებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

ამასთან, ჯო ბაიდენის განაცხადებით, მზად არის, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რო საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს.

"ადამიანებმა ვაქცინის მიმართ ნდობა დაკარგეს. მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი," - აღნიშნა ბაიდენმა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სთხოვა ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს,
ენტონი ფაუჩის, რომ ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა გააგრძელოს და კოვიდ 19-ის წინააღდეგ ბრძოლის გუნდის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს.

ცნობისათვის, აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 14 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები