იტალიის მთავრობა შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს
იტალიის მთავრობა შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს
იტალიის მთავრობამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სამუშაო, სამედიცნო ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო მგზავრობას.

ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში უკვე დაწესებული ე.წ. "კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვებიც დარჩება.

შეგახსენებთ, იტალიაში ხუთშაბათს კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია
პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის კიდევ 23 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს, ვირუსს კი დღემდე 58 038 ადამიანი ემსხვერპლა.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები