იტალიის მთავრობა შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს - კვირის პალიტრა

იტალიის მთავრობა შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს

იტალიის მთავრობამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სამუშაო, სამედიცნო ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო მგზავრობას.

ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში უკვე დაწესებული ე.წ. "კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვებიც დარჩება.

შეგახსენებთ, იტალიაში ხუთშაბათს კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის კიდევ 23 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს, ვირუსს კი დღემდე 58 038 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"