მკვლელობაში ბრალდებული რუსი ისტორიკოსის გახმაურებული საქმე - როგორ გაჩნდა 24 წლის გოგონას მკვლელობის ორი ვერსია
04-12-2020
მკვლელობაში ბრალდებული რუსი ისტორიკოსის გახმაურებული საქმე - როგორ გაჩნდა 24 წლის გოგონას მკვლელობის ორი ვერსია
ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ოლეგ სოკოლოვის სასამართლო პროცესს, ალბათ, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. როგორც ცნობილია, ისტორიკოსმა, რომელიც 24 წლის სტუდენტ გოგონასთან - ანასტასია ეშენკოსთან ერთად ცხოვრობდა, გოგონას 4-ჯერ ესროლა. იგი დანაწევრებული სხეულის მდინარეში გადაყრას ცდილობდა, როცა სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც აღმოჩნდა, დეკემბერში, მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოწმეებმა ილაპარაკეს გოგონას მკვლელობის პირველი ვერსიის შესახებ, რაც შემდეგ სოკოლოვმა უარყო.

2020 წლის 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მოულოდნელად მოწმედ ის პოლიციელები წარდგნენ, რომლებიც თავდაპირველად ესაუბრნენ დოცენტს.
მათ სოკოლოვი მას შემდეგ დაკითხეს, რაც ბრალდებული დაკავებისას მდინარიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეცვლილი მკვლელობის ვერსია

სამართალდამცავმა ალექსეი ფიოდოროვმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ იგი თავდაპირველად სოკოლოვს საავადმყოფოში ესაუბრა და მისგან მკვლელობის განსხვავებული ვერსია მოისმინა:

"თავდაპირველად სოკოლოვმა გვითხ
რა, რომ მდინარეში, ცელოფანში რაღაც დაინახა და გადაწყვიტა ენახა, რა იდო ცელოფანში, ამ დროს კი, უეცრად წყალში ჩავარდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენლებმა უკვე იცოდნენ მკვლელობის შესახებ, მათ ამ დროს სახლი გაჩხრიკეს და სოკოლოვის სახლში ეშენკოს მოკვეთილი თავი აღმოაჩინეს. მაშინვე ვუთხარი, რომ მის ბინაში ნაპოვნია ქალის მოკვეთილი თავი და მის ინტერესებშია, სიმართლე აღიაროს. იგი რამდენიმე წამით დაფიქრდა და შემდეგ გვითხრა, რომ მზად იყო სიმართლე მოეყოლა", - იხსენებს სასამართლოზე სამართალდამცავი.

"ის ოთახში დანით ხელში შემოვარდა და იმ ყელსახვევის დაჭრა დაიწყო, რომელიც ადრე ვაჩუქე. როგორ გამეჩერებინა? რა უნდა გამეკეთებია? მეგონა, ის ყველაფერს დალეწავდა. გადავწყვიტე გასროლით შემეშინებია, რადგან ეს შეურაცხყოფები შემეჩერებია, მაგრამ როცა ოთახში შევედი, ის დანით თავს დამესხა. ამ დროს მექანიკურად მისი მიმართულებით გავისროლე, შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს", - განაცხადა ოქტომბერში გამართულ სასამართლო პროცესზე სოკოლოვმა.

პოლიციელები კი სოკოლოვის ნაამბობ სხვა ვერსიას იხსენებენ:

"როგორც აღმოჩნდა, ეშენკო საერთოდ არ დაესხა თავს დოცენტს. როცა სოკოლოვი საძინებელ ოთახში შევიდა, გოგონას ოთხჯერ ესროლა, ეს უკანასკნელი ამ დროს საწოლში იწვა. მეხსიერების პრობლემა სოკოლოვს ამ პერიოდში არ ჰქონია".

სიმართლეს ამბობს მოწმე?

სამართალდამცავის ჩვენების შემდეგ, სასამართლოზე უკმაყოფილება გამოთქვა სოკოლოვის ადვოკატმა და განაცხადა, რომ ფიოდოროვის ჩვენება არ არის სარწმუნო.

მოწმეებმა თავადვე დაადასტურეს, რომ სოკოლოვს ადვოკატის გარეშე ესაუბრებოდნენ. ეს არ იყო ოფიციალური დაკითხვა.

"ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, თითქმის არაფერი მახსოვს, შესაძლოა ნებისმიერი რამ მეთქვა", - დაიყვირა თავის გასამართლებლად სოკოლოვმა, რის გამოც მოსამართლის შენიშვნაც მიიღო.

ფიოდოროვი იხსენებს, რომ არაფორმალურ დაკითხვამდე სოკოლოვს განუმარტა, რომ 51-ე მუხლის მიხედვით, მას შეეძლო არ გაეცა კითხვებზე პასუხი.

პროტოკოლს სამართალდამცავები საავადმყოფოში დაკითხვისას არ აწარმოებდნენ, მაგრამ პოლიციელ მოხოვს აღმოაჩნდა ზურგიდან გადაღებული ვიდეო. სოკოლოვმა არ იცოდა მას თუ უღებდნენ.

ვიდეოში ისმის ექიმის ხმა, რომელიც პოლიციელებს ეკითხება:

"მითხარით, როდის დაასრულებთ დაკითხვას? გადავწყვიტეთ, რომ ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანოთ". ფიოდოროვი კი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალმა სოკოლოვის ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ მიიღო, ეს გადაწყვიტეს, რადგან საავადმყოფოს ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი იყო შეკრებილი და მათ სიტუაციის დარეგულირება სურდათ.

მოსამართლემ სამართალდამცავების ჩვენება მოისმინა, თუმცა მტკიცებულების სახით ვიდეო მაინც არ მიიღო.

ვინ არის ოლეგ სოკოლოვი?

ოლეგ სოკოლოვი საკმაოდ ცნობილი ისტორიკოსი გახლდათ. 2014 წელს მან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო სტუდენტ ანასტასია ეშენკოსთან, რომელსაც უნივერსიტეტში ლექციებს უკითხავდა. 2017 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ.

2019 წლის 7 ნოემბრის საღამოს წყვილმა იკამათა. სოკოლოვის ჩვენების მიხედვით, ანასტასია გაბრაზდა, რომ დოცენტი თავისი შვილების მონახულებას აპირებდა. ამიტომ გოგონამ ბავშვების მიმართ შეურაცხმყოფელი ლაპარაკი დაიწყო. კამათისას სოკოლოვმა გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით 4-ჯერ ესროლა, შემდეგ კი გვამის გადამალვას ცდილობდა. გოგონას სხეული დაანაწევრა და მისი მდინარეში ჩაძირვა სურდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ეშენკოს გარდაცვალების შემდეგ, სოკოლოვის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ეკატერინა პრჟიგოდსკაიამ განაცხადა, რომ 2008 წელს, როცა ისტორიკოსმა გაიგო, რომ ეკატერინას მასთან დაშრება სურდა, მას სცემა და ცხელი უთოთი წამებით ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ გისოსებს მიღმა ისტორიკოსი უკვე ერთი წელია, იმყოფება. 63 წლის დოცენტი 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. (წყარო)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
აპირებთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას?