"აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში გამარჯვება ალალია" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანისთვის ყარაბაღში გამარჯვება ალალია"

ყარაბაღში გამარჯვება აზერბაიჯანისთვის საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიისა და სამხედრო თვალსაზრისით ალალია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი თავს არავის დასხმია, მან საკუთარი ტერიტორიები ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

"აზერბაიჯანი თავს არავის დასხმია. მან საკუთარი ტერიტორიები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო, გაათავისუფლა. ეს აზერბაიჯანს სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმის გზით არ განუხორციელებია, როგორც ამას სომხები აკეთებდნენ," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"