ინდოეთში ახალი ვირუსი გავრცელდა - დაავადდა 340 ადამიანი, 1 გარდაიცვალა
ინდოეთში ახალი ვირუსი გავრცელდა - დაავადდა 340 ადამიანი, 1 გარდაიცვალა
ინდოეთის ხელისუფლება ახალი დაავადების შესახებ იუწყება, რომელიც ქალაქ ელურუში დაფიქსირდა. ის ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

დაავადების აფეთქება ქალაქსა და მის შემოგარენში გასულ კვირა დღეს დაფიქსირდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი ჰოსპიტალიზებულია. დაზარალებულები უჩიოდნენ თავბრუსხვევას, ეპილეფსიას, მოულოდნელად გულის წასვლას და კანკალს.

სისხლის და ზურგის ტვინის ანალიზების, ასევე თავის ტვინის ტომოგრაფიის შედეგად,
დაავადების დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. ამავდროულად, გამოცემა "Times of India" წერს, რომ დაავადების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო ტოქსიკური ნაერთები და კოღოებისგან დასაცავი საშუალებები.

"ამ დრომდე, დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეს არ გადასდებია. ასაკობრივი შეზღუდვები ავადმყოფობისთვის არ არსებობს. ადამიანები იმ რაიონებიდან, სადაც ელურუს მუნიციპალური წყალმომარაგება მიუწვდომელია, ასევე დაავადდნენ. მათ შორის ისინი, ვინც ყოველდღიურად მხოლოდ მინერალურ წყალს სვამს", - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ამ დრომდე დაავადება 340 ადამიანს
გამოუვლინდა, მათ შორის, ბავშვებს. საავადმყოფოებში რჩება 157 ადამიანი, 168 უკვე გამოწერეს. ერთი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები