ევროპის წამლის სააგენტოზე, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ამოწმებენ, კიბერთავდასხმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

ევროპის წამლის სააგენტოზე, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ამოწმებენ, კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის წამლების სააგენტოზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სერტიფიცირებაზე მუშაობს, კიბერთავდასხმაგანხორციელდა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

„მედიკამენტური საშუალებების ევროპული სააგენტო კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა. სააგენტომ საჩქაროდ დაიწყო სრული გამოძიება სამართალდამცავებთან მჭიდრო კავშირში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სააგენტო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

წამლის სააგენტოში კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინის შემოწმება მიმდინარეობს, რომელთა გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სააგენტო შესაბამის დასკვნას გასცემს. ამასთან, ცნობილია, რომ 29 დეკემბერს სააგენტოში სხდომა გაიმართება იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა საკმარისი მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც Pfizer და BioNTech აწარმოებენ.

"ინტერპრესნიუსი"