"რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის"
"რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის"
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის გასავითარებლად", - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნების გამო გამართულ
აღლუმსა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"

აკაკი
12 დეკემბერი 2020 16:30
თურქეთს ნელ-ნელა უჩნდება რეგიონის მთავარი მოთამაშის ამბიცია.დასავლეთი და ამერიკა ახლა მოდიან აზრზე. რუსეთი კი უკანასკნელ რესურსებს თავს უყრის ჰეგემონობის შენარჩუნებისთვის. მე მაინც მგონია ამერიკა და ჩინეთი იტყვიან ბოლო სიტყვას და საქართველო მოგებული გამოძვრება ამ ვითარებიდან!
მალხაზ ჯობავა
10 დეკემბერი 2020 23:34
ამერიკა-ნატო, დროზე მიხედე ამ საქართველოს თორემ ჩაითრევენ ამ ექვსეულში ამ ქვეყანას და მერე კარგად მეყოლე. როგორც ჩემი ფეხი არ იქნება მთვარეზე, ისე თქვენი ფეხი არ იქნება კავკასიაში.
ზურა
10 დეკემბერი 2020 21:15
დასაფიქრებელია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები