"რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის" - კვირის პალიტრა

"რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის"

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასავითარებლად. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ბაქოში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის გასავითარებლად", - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტი ბაქოში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნების გამო გამართულ აღლუმსა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"