"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში" - კვირის პალიტრა

"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოსახლეობას აფრთხილებს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადღესასწაულო დღეებში მოდუნება არ შეიძლება.

"სადღესასწაულო პერიოდი დასვენების და დღესასწაულის დროა - მაგრამ ჩვენ დაცვის კუთხით ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში, თუ ჩვენ არ მივიღებთ COVID19-ის საწინააღმდეგო სწორ ზომებს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მსოფლიოში დაფიქსირებულია 66 მილიონზე მეტი COVID19-ის შემთხვევა და 1.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ყოველკვირეული სიკვდილიანობის რიცხვი დაახლოებით 60% -ით გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა და სიკვდილიანობა ევროპასა და ამერიკაზე მოდის”, - განაცხადა ჯანმო-ს დირექტორმა.

მისივე განცხადებით, პანდემიამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობა არ არის ფუფუნება, ეს არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი.

"ინტერპრესნიუსი"