"ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს"
"ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს"
ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ირანის სახელმწიფო ტელევიზია და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყებიან, რომ 47 წლის რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს.

რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი "გლობალურ კორუფციაში", ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ
ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ Amadnews-სა და "ტელეგრამის" არხზე საპროტესტო აქციების დაწყების დროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები