"ალექსეი ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადეს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ალექსეი ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადეს" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანული გამოცემის The Sunday Times-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობა რუსეთში ორჯერ სცადეს.

გამოცემის მიხედვით, მოწამვლის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნის ლიკვიდაცია მაშინ სცადეს, როდესაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის კლინიკაში იმყოფებოდა და მას ბერლინში გადასაყვანად ამზადებდნენ.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ტომსკში მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ის „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული.

კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"