"მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა"

აზერბაიჯანის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters- ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედროები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სამხედრო ნაწილებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე თავს დაესხნენ.

სომხეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ მათი ექვსი თანამშრომელი დაიჭრა, რაშიც აზერბაიჯანს ადანაშაულებენ.

მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"