რატომ აცხადებს უარს ვაქცინის გაკეთებაზე დონალდ ტრამპი
რატომ აცხადებს უარს ვაქცინის გაკეთებაზე დონალდ ტრამპი
"ეს განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის" - დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს.

"ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც თეთრ სახ­ლში მუ­შა­ო­ბენ, ვაქ­ცი­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით უნდა გა­ი­კე­თონ, თუ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. მე ვთხო­ვე, რომ ეს კო­რექ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა და­გეგ­მი­ლი არ მაქვს, მაგ­რამ მო­უთ­მენ­ლად ველი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­სა­ბა­მის დროს. გმად­ლობთ! "- წერს ტრამ­პი "ტვი­ტერ­ში".

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია,
რომ აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს, ვიცე-პრე­ზი­დენტ მაიკ პენსსა და სხვა ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ. მე­დი­ის ცნო­ბით, თეთ­რი სახ­ლის პერ­სო­ნა­ლის ნა­წი­ლი­სა და მთავ­რო­ბის სა­მი­ვე შტოს გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია მომ­დევ­ნო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგეგ­მე­ბა.

ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ექ­სპრე­ზი­დენ­ტე­ბი, ჯორჯ ბუში,
ბილ კლინ­ტო­ნი და ბა­რაკ ობა­მა მზად არი­ან ვაქ­ცი­ნა სა­ჯა­როდ, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ი­კე­თონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები