რატომ აცხადებს უარს ვაქცინის გაკეთებაზე დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

რატომ აცხადებს უარს ვაქცინის გაკეთებაზე დონალდ ტრამპი

"ეს განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის" - დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

"ადამიანებმა, რომლებიც თეთრ სახლში მუშაობენ, ვაქცინა მოგვიანებით უნდა გაიკეთონ, თუ ეს განსაკუთრებულად აუცილებელი არ არის. მე ვთხოვე, რომ ეს კორექტირება განხორციელდეს. ვაქცინის გაკეთება დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ მოუთმენლად ველი ვაქცინაციას შესაბამის დროს. გმადლობთ! "- წერს ტრამპი "ტვიტერში".

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას შესთავაზებენ. მედიის ცნობით, თეთრი სახლის პერსონალის ნაწილისა და მთავრობის სამივე შტოს გარკვეული წარმომადგენლების ვაქცინაცია მომდევნო 10 დღის განმავლობაში იგეგმება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტები, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა მზად არიან ვაქცინა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გაიკეთონ.

www.ambebi.ge