გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს - რას წერს BBC? - კვირის პალიტრა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს - რას წერს BBC?

BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. აღნიშნული განცხადება სამეფოს ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა გაავრცელა.

მისი თქმით, ვირუსის ახალი სახეობის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობეს და ახლა მისი დეტალური კვლევა მიმდინარეობს.

მეთ ჰენკოკმა ასევე განცხადა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობის 1000-ზე მეტი შემთხვევა ქვეყნის 60-ზე მეტ სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა.

"ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს რამდენად ხდება ახალი სახეობის გამო, თუმცა მისი მიზეზის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადამწყვეტად, რაც დაავადების კონტროლისთვის აუცილებელია, ვიდრე ვაქცინა დამკვიდრდება", – განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"