აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა - კვირის პალიტრა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.

BBC-ის ინფორმაციით, "დემოკრატმა" ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, "რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა კი - 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.

კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"