"მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისთვის" - პუტინი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს - კვირის პალიტრა

"მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისთვის" - პუტინი ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ბაიდენს პოლიტიკაში წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, განსხვავებების მიუხედავად, მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

"ჩემი მხრივ, მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის", - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.

"ინტერპრესნიუსი"