აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრინციპით, "ყველა ყველაზე", ტყვეები გაცვალეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრინციპით, "ყველა ყველაზე", ტყვეები გაცვალეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრინციპით, "ყველა ყველაზე", ტყვეები გაცვალეს, - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ მთიან ყარაბაღში რუსული მხარის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა.

მურადოვის თქმით, ტყვეების გაცვლა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად განხორციელდა. აზერბაიჯანულ მხარეს 12, ხოლო სომხურ მხარეს 44 ადამიანი გადაეცა.

"ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ აზერბაიჯანის კომპეტენტურ ორგანოებს 12 ადამიანი გადაეცა, აზერბაიჯანულმა მხარემ 44 ადამიანი დააბრუნა, რომლებიც ჩემთან ერთად ერებუნის აეროდრომზე ჩაფრინდნენ,"- განაცხადა მურადოვმა.

ამასთან,
სომხეთის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავიანინმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა, რომ სომხეთში რუსული მხარის წარმომადგენლების შუამავლობით 44 მოქალაქე დააბრუნეს. მისივე თქმით, დანარჩენი ტყვეების დაბრუნების პროცესი გრძელდება.

ტყვეების გაცვლას ადასტურებს აზერბაიჯანული მხარეც. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, "სომხეთის ტყვეობიდან 12 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს." ამასთან, აზერბაიჯანში 2014 წლიდან ტყვეობაში მყოფი ორი
პირიც დააბრუნეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები