ბაიდენი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ჯენიფერ გრენჰოლმს წარადგენს - კვირის პალიტრა

ბაიდენი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ჯენიფერ გრენჰოლმს წარადგენს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მიჩიგანის შტატის ყოფილი გუბერნატორის, ჯენიფერ გრენჰოლმის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 61 წლის გრენჰოლმი მიჩიგანის შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე ორი ვადით, 2003-2011 წლებში მსახურობდა. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სენატი ჯენიფერ გრენჰოლმს ენერგეტიკის მინისტრად დაამტკიცებს, ის აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი ენერგეტიკის მინისტრი იქნება ჰეიზელ ო"ლირის შემდეგ, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 1990-იან წლებში, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს ეკავა.

"ინტერპრესნიუსი"