"ეს კითხვა არ არის, ეს პროვოკაციაა" - რა უპასუხა პუტინმა აშშ-ის არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩართულობაზე - კვირის პალიტრა

"ეს კითხვა არ არის, ეს პროვოკაციაა" - რა უპასუხა პუტინმა აშშ-ის არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩართულობაზე

რუსი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ან მის სხვა საშინაო საქმეებში არ ჩარეულან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"რატომ ამჯერად არ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები ტრამპს? ვთვლი, რომ ეს თქვენი მხრიდან კითხვა არ არის, ეს პროვოკაციაა. ეს მიზნად ისახავს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაფუჭებას,"- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის მძევალი.

"ეს არის მიზეზი, რომ არ აღიარონ შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა შიდა ამერიკული მიზეზების გამო. ამ გაგებით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გახდა შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის მძევალი. ჩემი აზრით, ეს თავად მათთვის არის ცუდი, მაგრამ ეს მათი არჩევანია, დაე, გააკეთონ ის, რაც უნდათ", – განაცხადა პუტინმა.

ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"