მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმარება? - რას წერს ადგილობრივი პრესა

მიხეილ სააკაშვილი მზად არის ყირგიზეთს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის საინფორმაციო სააგენტო vb.kg ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი საკითხის განსახილველად ადგილობრივ ბიზნესმენს, ჟაპარ უსენოვს შეხვდა. უსევონი შეხვედრის დეტალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებელ რეფორმებზე, მე მიხეილს მოვახსენე ყირგიზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი პარალელი აღმოვაჩინეთ, მაგალითად, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში. პრობლემების თვალსაზრისით, ბევრი საერთო გვაქვს. იხილეთ სრულად