თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის ერთ-ერთი კერძო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჟანგბადის სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"