ბაიდენი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთებს - კვირის პალიტრა

ბაიდენი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დღეს გაიკეთებს, - შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს.

ჰერმანი "ტვიტერში" ბაიდენ-ჰარისის გუნდის განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი 21 დეკემბერს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გასული კვირის პარასკევს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

"ინტერპრესნიუსი"