მედდამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და გული წაუვიდა - კვირის პალიტრა

მედდამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და გული წაუვიდა

მედდამ კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა და, აი, რა დაემართა მას

ამერიკაში, კერძოდ კი, ტენესის საავადმყოფო CHI Memorial-ში Pfizer-ის ვაქცინით აცრები დაიწყო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და გული წაუვიდა.

მოსულიერების შემდეგ მან განმარტა, რომ ეს ვაქცინასთან კავშირში არ არის და მას გული ხშირად მცირე ტკივილის შეგრძნებითაც მისდის.

"დეზორიენტირებულად ვგრძნობდი საკუთარ თავს, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ტკივილმაც გამიარა", - ამბობს მედდა.

იხილეთ ვიდეო: