"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც კარანტინში ყოფნამ მოუწია - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც კარანტინში ყოფნამ მოუწია

"ძალიან ბევრს ჭამდა" - რას ამბობს ბარაკ ობამა შვილის ბოიფრენდზე, რომელთან ერთადაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კარანტინში ყოფნამ მოუწია.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ღიად საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მისი ოჯახი კარანტინის პერიოდში აღმოჩნდა. ობამას თქმით, კარანტინის საწყის ეტაპზე მათთან ყოფნა მოუწია მისი ქალიშვილის, მალიას ბრიტანელ ბოიფრენდს. ამის შესახებ "ინდეფენდენთი" წერს.

ობამამ კარანტინში ცხოვრების დეტალებზე The Bill Simmons Podcast-ში ისაუბრა, სადაც სთხოვეს იმ პერიოდის ფავორიტ მომენტებზე ესაუბრა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ოჯახში გატარებული დრო სასიამოვნო იყო.

"სასიამოვნო იყო, რადგან გოგონებმა თინეიჯერობის პერიოდი უკვე უკან მოიტოვეს, გრძნობ, რომ დიდები არიან და მაინც უყვარხარ, მაინც შენს გვერდით სურთ დროის გატარება", - ამბობს ის. ობამას თქმით, კარანტინის დროს ოჯახის წევრები სხვადასხვა თამაშებით ერთობოდნენ და მათ გვერდით იყო უფროსი ქალიშვილის, მალიას ბოიფრენდიც.

ambebi.ge