რუსეთმა ევროკავშირის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა
რუსეთმა ევროკავშირის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა
ევროკავშირის მიერ ალექსეი ნავალნის საქმეზე დაწესებული ანტირუსული სანქციების ფონზე რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენელთა წინააღმდეგ საპასუხო სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სიაში შემავალ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

"ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების იმ წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ შესვლა რუსეთში. აღნიშნულ სიაში შემავალი პირები პასუხისმგებლები არიან ევროკავშირის ფარგლებში ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებული მოქმედების ესკალაციაში
", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, ისევე როგორც ევროკავშირის მისიას მოსკოვში შესაბამისი ვერბალური ნოტები გადაეცათ.

"ვადასტურებთ, რომ დასავლეთის მხრიდან არამეგობრული მოქმედებები ადეკვატურ პასუხს მომავალშიც მიიღებს,"- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები