"დონალდ ტრამპმა კიბერთავდასხმაში რუსეთი უნდა დაადანაშაულოს" - ჯო ბაიდენი ირწმუნება, რომ კიბერთავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპმა კიბერთავდასხმაში რუსეთი უნდა დაადანაშაულოს" - ჯო ბაიდენი ირწმუნება, რომ კიბერთავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ხედავს იმასთან დაკავშირებით, რომ მასიური კიბერშეტევა, რომელიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ ხორციელდება, კონტროლდება.

ბაიდენი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიბერთავდასხმაში რუსეთი უნდა დაადანაშაულოს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა მოსკოვის პასუხისმგებლობის შესახებ მინიშნებები გააკეთეს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ კიბერთავდასხმები ძალიან სერიოზულ საფრთხედ უნდა განიხილოს. არ შეიძლება ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩეს. ეს ნიშნავს, რომ გარკვევით და საჯაროდ უნდა ითქვას, ვინ არის პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე, ასევე უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ მათ პასუხი აგონ. პირველადი მინიშნებები, მათ შორის სახელმწიფო მდივნისა და გენერალური პროკურორისგან, გვეუბნება, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ტრამპის ადმინისტრაციამ ამის შესახებ ოფიციალურად უნდა განაცხადოს," - აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 20 იანვარს ოფიციალიურად დაიკავებს, კიბერთავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.

"ინტერპრესნიუსი"