"მის ბელარუსმა" საპატიმრო დატოვა - მოდის სამყაროდან პოლიტპატიმრობამდე, ოლგა ხიჟინკოვას უცნაური ამბავი...
"მის ბელარუსმა" საპატიმრო დატოვა - მოდის სამყაროდან პოლიტპატიმრობამდე, ოლგა ხიჟინკოვას უცნაური ამბავი...
20 დეკემბერს მინსკში "მის ბელარუსი 2008" - ოლგა ხიჟინკოვა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის მან 42 დღე იზოლატორში გაატარა. მოდელი 8 ნოემბერს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას პატიმრობის ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა.

ხიჟინკოვას დაპატიმრების მიზეზი საპროტესტო აქციებში მონაწილეობა გახდა. სამართალდამცველთა ყურადღება ოლგას ცნობადობამ მიიქცია. აქციაზე გამოჩენისთანავე მის გარშემო უამრავი გულშემატკივარი იკრიბებოდა და სოციალურ ქსელში მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა. მოდელის მეგობრის თქმით, დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ხიჟინკოვას დაპატიმრებამ ბელარუსსა და ქვეყნის საზღვრებს
გარეთ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოლგას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ფლეშმობი გაიმართა. ბელარუსელმა ქალბატონებმა conte-ს კოლგოტები ჩაიცვეს და სოციალურ ქსელში ამ კოლგოტში გადაღებული ფეხების ფოტოები გაავრცელეს. ოლგა მრავალი წელია, აღნიშნული კომპანიის სახეა. კომპანია conte-მ, იმის გამო, რომ მის ამბასადორს არ იცავს, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ფლეშმობს შეუერთდა ცნობილი
მომღერალი კორტნი ლავიც.

მოდელის ახლო მეგობარი BBC-სთან დეტალებზე საუბრობს.
"ციხეში საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. იგი საკანში "ბომჟებთან" ერთად მოხვდა, რომლებსაც "ატრიბუტები" ჰქონდათ. ერთ პატიმარს ეპილეფსიური შეტევები ემართებოდა და ოლიას მისი მოვლა უწევდა იმიტომ, რომ ყურადღებას არავინ აქცევდა", - აცხადებს ხიჟინკოვას მეგობარი.

ოლგა ხიჟინკოვამ საპყრობილეს დატოვების შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
"არასოდეს მიფიქრია ბელარუსის დატოვებაზე და არც ახლა ვფიქრობ. იმედი მაქვს, ეს არასოდეს მოხდება".

ხიჟინკოვა "ბელარუსის სილამაზის სახელმწიფო სკოლიდან" გარიცხეს, სადაც იგი პედაგოგად მუშაობდა, კოლგოტების შეფუთვაზე კი მის სახეს მალავენ.

ბელარუსში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. აქციებში მონაწილეობის გამო მხოლოდ ნოემბერში 4000 ადამიანი დააკავეს. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. (წყარო)

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

SIBORO
23 დეკემბერი 2020 14:27
აკი ლუკაშენკოს ლამაზი ქალები უყვარსო?
აკაკი
23 დეკემბერი 2020 11:52
მე რა რომ ბომჟებთან იყო ეს ერთი და მეორე ციხეში ბომჟი უკვე აღარავინაა. ჰეშთეგ თავში ავარდნილობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები