დონალდ ტრამპმა ივანკას მამამთილიც შეიწყალა
დონალდ ტრამპმა ივანკას მამამთილიც შეიწყალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრული შეწყალება მიანიჭა საკუთარი საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს და ყოფილ მრჩეველს როჯერ სტოუნს, - ამის შესახებ ინფორმაციას ღეუტერს-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ორივე მათგანი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო მსჯავრდებული.

ამასთან, დონალდ ტრამპმა უძრავი ქონების მაგნატი, ჩარლზ კუშნერიც შეიწყალა, რომელიც მისი ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ქმრის მამაა და რომელსაც ორწლიანი პატიმრობა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის გადასახადების თავიდან არიდებისთვის, ჰქონდა მისჯილი.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, საერთო ჯამში, 29 ადამიანი შეიწყალა, აქედან 26-ს სრული შეწყალება მიანიჭა, 3-ს კი სასჯელი მთლიანად, ან ნაწილობრივ შეუმსუბუქდა.


"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
26 დეკემბერი 2020 22:23
შვილის ქმრის მამას, ქართულად მძახალი ჰქვია.ტრამპმა მძახალი შეიწყალა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები