მასშტაბური თავდასხმა და მკვლელობა ეთიოპიაში - ხელისუფლება მსხვერპლს ითვლის
მასშტაბური თავდასხმა და მკვლელობა ეთიოპიაში - ხელისუფლება მსხვერპლს ითვლის
შეიარაღებულმა პირებმა ეთიოპიის დასავლეთ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაცის მედია საშუალებები "ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიაზე" დაყრდნობით ავრცელებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თავდამსხმელებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, რეგიონში არსებულ ეთნიკურ უთანხმოებას უკავშირდება. ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მათ შორის გუმუზები. ბოლო წლებში რეგიონში გადასვლა მეზობელი ამჰარის რეგიონის ფერმერებმა და ბიზნესმენებმა დაიწყეს. ამჰარის ზოგიერთი ლიდერი აცხადებს, რომ ზოგიერთი მიწა
- განსაკუთრებით მეტეკელის ზონაში - მათ კანონიერად ეკუთვნის, რასაც გუმუზები არ ეთანხმებიან და აპროტესტებენ.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეთიოპიის სამხედრო ძალებმა 42 შეიარაღებული პირი მოკლეს, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ FANA TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა განაცხადა, რომ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში სამხედრო ძალები განათავსა.

"ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა ძალიან ტრაგიკული ფაქტია, მთავრობამ, პრობლემის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად, საჭირო ძალა განათავსა", - დაწერა აბი აჰმედმა "ტვიტერში".

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში მომხდარ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 5 ადგილობრივი თანამდებობის პირი დააკავეს.


"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები