ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს

ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ვარიანტი აღმოაჩინეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ.

"ვირუსის ხაზი დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის ხაზებისგან განსხვავდება", - განაცხადა აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონ ნკენგასონგმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბოლო პერიოდში ნიგერიაში დაფიქსირებული ვირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი კოვიდ 19-ის ახალ ვარიანტთანაა დაკავშირებული.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში ნიგერიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 52%-ით, სამხრეთ აფრიკაში კი - 40%-ით გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"