ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის
ნიკოლ ფაშინიანი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის
სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ საუბარია ფაშინაინის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ძვირფასო თანამემამულეებო, ახლა უკვე აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მიერ მართულმა პროცესმა ხალხის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ოპოზიციას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, თავისი მოთხოვნის გარშემო ხალხის მხარდაჭერა მოეხდინა. მას აქვს უზარმაზარი ფინანსური, მედია და ორგანიზაციული რესურსები, მას ჰქონდა ფართო შესაძლებლობები, მოეწყო მიტინგები და საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ ოპოზიციამ არამარტო ვერ უზრუნველყო ხალხის მხარდაჭერა
თავისი მოთხოვნების გარშემო, არამედ მისი მხარდამჭერების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოედნის პროცესმა დასასრულს მიაღწია. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ძალაუფლება შევინარჩუნეთ უხეში ძალის გამოყენებით. პირიქით, ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ზედმეტად რბილად ვიქცევით. ამასთან, ეს ყველაფერი არანაირად არ ცვლის ჩემი პოლიტიკურ გუნდის და ჩემს პირად ვალდებულებას, ხალხის წინაშე", -
აცხადებს ფაშინიანი.

მისივე თქმით, ის მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტი მხოლოდ ხალხის მოთხოვნის შემთხვევაში დატოვოს ან შეინარჩუნოს, ამის გარკვევის ერთადერთ გზად კი რიგგარეშე არჩევნები მიაჩნია.

"მე პრემიერის სკამს არ ვეჭიდები, მაგრამ ასევე არ შემიძლია უყურადღებო დამოკიდებულება მქონდეს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმართ, რომელიც ხალხმა გადმომცა. ამ პოსტისა და ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბედი გამოხატვის თავისუფლების გზით უნდა გადაწყდეს და მე, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი თავს გამოხატვის თავისუფლების გარანტორად მივიჩნევ. მე ასევე მზად ვარ დატოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი ხალხის გადაწყვეტილების შედეგად. მე შემიძლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით. მე ასევე მზად ვარ გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ რთულ პერიოდებში, თუ ხალხის ნდობა აღდგება. ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე საპარლამენტო და დაინტერესებულ არასაპარლამენტო ძალებს ვიწვევ კონსულტაციებზე 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ", - წერს ფაშინიანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები პერმანენტულად იმართება. ოპოზიცია ფაშინიანს ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები