მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.75 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 56 მილიონზე მეტი ადამიანი.ამ დროისთვის მსოფლიოში 22 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს-რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა."ინტერპრესნიუსი"