რატომ აიღეს ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობისას დადგმული "ქორწინების ქოხი" - რას წერს უკრაინული მედია
რატომ აიღეს ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობისას დადგმული "ქორწინების ქოხი" - რას წერს უკრაინული მედია
უკრაინული მასმედიის ცნობით, ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გუბერნატორობის დროს დადგმული "დაჩქარებული ქორწინების სახლი" ("საქორწინო ხატა") აიღეს.

ქალაქის გამწვანების სამსახურის ("გორზელენტრესტ") მუშაკებმა ყოფილი "ქორწინებისა და სიყვარულის ქოხის" (ხშირად ასეც უწოდებდნენ შევჩენკოს პროსპექტზე მდებარე პატარა შენობას) ადგილი ნარჩენებისგან გაასუფთავეს. თვითონ ქოხის მთელი კედლები და სახურავი სად წაიღეს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც ოდესელები ამბობენ, "ქორწინების ქოხი" მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობდა, ქორწინებისთვის აქ მხოლოდ ძაღლები თუ დადიოდნენ...

ამასობაში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე მიხეილ
სააკაშვილმა ასეთი რეაგირება მოახდინა ოდესურ ახალ ამბავზე:

"ეს უკრაინაში პირველი ადგილი იყო, სადაც ბათუმისა და ლას-ვეგასის მხგავსად, რომელთა გამოცდილება ჩვენ გადმოვიღეთ, დღე-ღამის ანუ 24 საათის განმავლობაში შეიძლებოდა ქორწინების გაფორმება ყოველგვარი ზედმეტობებისა და დროის დაკარგვის გარეშე. ხატა ძალიან პოპულარული იყო არა მარტო ოდესელებს, არამედ ქალაქის სტუმრებს
შორისაც. მხოლოდ ძალიან ბოროტ და გონებაჩლუნგ "ბანდერლოგებს" შეეძლოთ ამ შენობის ხელყოფა და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემს სახელთან არის დაკავშირებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"სასიყვარულო ხატა" ოდესის სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან ახლოს 2016 წელს დაიდგა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არცერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურის ბალანსზე არ ყოფილა. ბოლო ორი წლის განმავლობაში "ხატა" საერთოდ მიტოვებული გამოიყურებოდა, კედლებზე ბათქაში ჰქონდა აცვენილი, ალაგ-ალაგ შენგრეულიც იყო და ბუნებრივია, არ მუშაობდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ნათე
27 დეკემბერი 2020 18:42
ქორწინების რეგისტრირებას ქოხი უნდა?!
ყველაფერში გიჟი რომ ხარ,ვერ წაიღე შლიოპანცები საქართველოდან?
დ.დ.-ს
27 დეკემბერი 2020 12:15
ჩაგეთვალა !!!
გიორგი
27 დეკემბერი 2020 11:36
იწყება საქართველოში მე9 წელი საოცნებო! აბა რა ააშენეთ, რა გააკეთეთ ქოცებო? გაანებეთ, მიშა თავის თავს მიხედავს, აი საქართველო თქვენ ხელში რას იზავს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები